ყველა მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი „რეალი“ შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებს

ესპანელი სტატისტიკოსები საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდიან...

მადრიდის „რეალს“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი არ აქვს, მაგრამ იმედი მაინც ბოლოს კვდება.

აღსანიშნავია, რომ 28 ტურის თავზე, „რეალმა“ 60 ქულას მოუყარა თავი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

გუნდს 28 დაპირისპირებიდან მხოლოდ 18-ჯერ აქვს მოგებული. დანარჩენი 10 თამაშიდან კი ზოგიერთი ფრედ, ზოგიერთი კი წაგებით დასრულდა.

ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტური რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრის მოგების შემთხვევაში (მათ შორის „ელ კლასიკო“), მადრიდის „რეალი“ 90 ქულას მოიპოვებს, რაც 2 ქულით ნაკლები იქნება შარშანდელ შედეგზე, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდმა 38-იდან 30-ჯერ იმარჯვა, 2 ფრე დააფიქსირა, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა და 92 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამასთანავე კარლიტოს გუნდს შარშან 118 გოლი დაუგროვდა, წლევანდელ სეზონში „ბლანკოსს“ 81 ბურთი აქვს გატანილი და შარშანდელ შედეგამდე 37 გოლი აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქელებს შარშანდელი შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ, ამისთვის მათ თითო შეხვედრაში საშუალოდ 4 გოლის გატანა მოუწევთ, რაც წარმოუდგენლად რთული იქნება.

  • Hala
  • 6 მარტი 2016
  • 3 094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)