ვალდებებასზე ვარჯიში განახლდა
მადრიდის "რეალი" ვარჯიშს არ წყვეტს. დღეს ფეხბურთელებმა ვალვებებასის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. აღსანიშნავია, ისიც რომ დღეს ფეხბურთელებს შეუერთდათ ესტება გრანერო. თეთრებს კვირას მშვიდობის თასზე პირველი შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი Al-Ittihad-ის წინააღმდეგ.
ოცდათერთმეტი ფეხბურთელი შეკრიბა დღეს მანუელ პელეგრინმა. მათ თავდაპირველად ფიტნეს დარბაზში ივარჯიშეს, შემდეგ გარეთ გამოვიდნენ და მწვრთნელის დავალებებს ასრულებდნენ. საღამოს კი თეთრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ტაქტიკასც მიხედავენ.
რობენი და სნეიდერი სრულად გამოჯანმრთელდნენ და ისინი დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. რაც შეეხება ვან ნისტელროისა და მაჰამადუ დიარას, ისინი ცალკე ვარჯიშობდნენ და იმედია ისინიც მალე შეუერთდებიან თანაგუნდელებს. პალანკამ და პეპემ კი მთელი დღე სპორტულ დარბაზში დაჰყვეს და იქ ირჯებოდნენ.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
სტატიის ავტორი: El Gio
- 24 ივლისი 2009
- 2 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.