კარვახალი: "ზიდანმა შესვენების დროს დაგვმუხტა"
დანი კარვახალის განცხადებით, მეორე ტაიმის უფრო მაღალი დონით თამაში ზინედინ ზიდანის დამსახურებაა.
"პირველი თაიმის დასრულების შემდეგ, ზიზუმ გასახდელში შეგვკრიბა და გვითხრა, რომ უკან ვიყავით დაწეული და უმჯობესი იქნებოდა თუ მეტოქეს თავიანთ ნახევარზე შევხვდებოდით. შეტევაში უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა. მინდორზე გამოსვლისთანავე მწვრთნელის დარიგებებს მივყევით და შედეგიც სახეზეა."
"კრიშტიანო რონალდო წარმოუდგენელი დონის მოთამაშეა. იგი გახარებული იყო და ეს გასაკვირი არც არის, რადგან მან დღეს 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი. მის მიერ გატანილი ორი ბურთი განსაკუთრებული სილამაზის იყო. იმედი მაქვს სამშაბათსაც ასეთივე შედეგს დააფიქსირებს."
"დღემდე მწარედ გვახსენდება მადრიდის "ატლეტიკოსთან" განცდილი მარცხი, თუმცა ეს წარსულში უნდა დავტოვოთ და მომავალზე ვიფიქროთ."
"შემდეგი დაპირისპირება "რომას" წინააღმდეგ გველის. ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის პოზიტიური ემოციები საკმარისად გვექნება. მართალია პირველი შეხვედრიდან გამომდინარე გარკვეული უპირატესობა გვაქვს, თუმცა მოდუნების უფლება ნამდვილად არ გვაქვს."
- 5 მარტი 2016
- 2 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.