ბეილი: "უზომოდ ბედნიერი ვარ"
გარეთ ბეილის განცხადებით, დაბრუნებამ და გატანილმა გოლმა დამატებითი ძალა შემატა.
"ძალიან მძიმე ხუთი კვირის შემდეგ კვლავ მოვახერხე მინდორზე გამოსვლა და თამაში. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, გატანილმა გოლმა გამახარა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა გვითხრა, რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა შეტევაში და მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე გაგვეტანა მეორე გოლი."
"3-4 დღეა რაც ჩემს გუნდელებთან ერთად ვვარჯიშობ. ჯერ ფიზიკური კონდიციები არ აღმიდგენია, მაგრამ პირობას გაძლევთ სულ მალე თქვენ საუკეთესო ბეილს იხილავთ. დაბრუნება, გოლის გატანა, თამაში... ეს უსაზღვრო ბედნიერებაა."
- 5 მარტი 2016
- 2 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.