ლასის პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ლეგიონერმა ლასანა დიარამ მცირე პრესკონფერეცია გამართა.
მომდევნო შეხვედრა
"ჩვენ გუშინ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ერთი ტიტული დავისაკუთრეთ. გუნდი პროგრესს განაგრძობს, ფოკუსირებას მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვახდენთ. სწორედ კვირას საღამოს გაირკვევა ჩვენი საჩემპიონო ამბიციების მართებულობა..."
ბოლო შედეგები
"ბოლო ორ შეხვედრაში დაახლოებით 10 გოლის გატანის შანსი მოგვეცა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანის რეალიზაცია მოვახერხეთ. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. "ბარსელონამ" ომი მოიგო, მაგრამ ბრძოლა წინაა. "ბილბაოსთან" მარცხით არც არაფერი დაწყებულა და არც არაფერი დასრულებულა, ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული, 5 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა კი ნამდვილად შესაძლებელია."
ბარსელონა
"ხუთქულიანი ჩამორჩენა "ბლაუგნარასთან", ეს მხოლოდ ორი შეხვედრის რეზულტატია. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება, სრულიად შესაძლბელია კატალონიელებმა მომავალ ტურშიც კი დაკარგონ ქულები, მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია... "ბარსა" კარგ ფორმაშია, მაგრამ შეგვიძლია მათი ბარიერის დაძლევა. ამჟამად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავია და არა "ბლაუგნარაზე" საუბარი."
რუდ ვან ნისტელორი
"არ მიყვარს ასეთ საკითხებზე საუბარი. ვან გოლი დიდებული ფორვარდია, მაგრამ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში მას ხელს ხშირი ტრავმები უშლის. დიდი შანსია მან, რომ დატოვოს სამეფო კლუბი, მაგრამ ჩვენს გულებში ის ყოველთვის დარჩება."
შესაძლო ტრანსფერები
"ფეხბურთელები მიდიან და მოდიან მადრიდის "რეალში". ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო ცხოვრებაა. მე უბრალოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ "ბლანკოსში" თამაშით და სხვა მოთამაშეებსაც იგივეს ვუსურვებ."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 21 იანვარი 2010
- 1 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.