გუნდი ვარჯიშს მიუბრუნდა

"ლევანტესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბმა მომდევნო მეტოქეზე დაიწყო ფიქრი. შემდეგი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე, "სელტას" წინააღმდეგ გაიმართება.

ზინედინ ზიდანმა დღეს თავისი ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა. მადრიდელ გულშემატკივართა სასიხარულოდ, გუნდთან ერთად ივარჯიშა მარსელომ, რომელსაც ტრავმა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. ბრაზილიელმა ფლანგელმა დაზიანებები სრულად მოირჩინა და "თეთრების" რიგებში სრულად ირჯება.

ასევე მინდორზე გამოჩნდა ლუკა მოდრიჩი, რომელიც ალვარო არბელოასთან ერთად სტადიონის გარშემო კროსებს ასრულებდა. რაც შეეხება კასტილიელ ფეხბურთელებს, ბორხა მაიორალი, მარტინ ოდეგარი და მარკოს ლიორენტე კვლავ პირველ ძირითად გუნდთან დარჩნენ და ზიზუს დარიგებებს ისმენდნენ.

ფრანგმა სპეციალისტმა ვარჯიშის პირველ ეტაპზე ფიზიკური გარჯა მოთხოვა თავის შეგირდებს, შემდეგ კი მათ ბურთთან ერთად ივარჯიშეს. სამწუხაროდ ჯერ თანაგუნდელებთან შეერთებას ვერ ახერხებს კარიმ ბენზემა, რომელიც სარეაბილიტაციო კურსს აგრძელებს.

Realmadrid.com

  • Junior
  • 3 მარტი 2016
  • 7 601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)