დღევანდელ დღეს დაბადებული ესპანელი ლეგენდები
სტატიაში იხილეთ, ყველა დროის 4 საუკეთესო ესპანელი მცველის და მეკარის ბიოგრაფიიდან მცირე ამონარიდები, რომლებიც დღევანდელ დღეს 21 იანვარს დაიბადნენ.
1901: რიკარდო ზამორა (გარდაიცვალა 1978 წელს)–ამ მართლაც ბრწყინვალე კიპერმა, თავისი 22 წლიანი კარიერიდან "ბარსელონაშიც" და სამეფო კლუბშიც მოასწრო თამაში. ზამორამ 46–ჯერ იასპარეზა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, მან მხოლოდ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ეროვნულ გუნდთან ერთად, ისიც 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ლეგენდარულმა კარის დარაჯმა რამოდენიმე წელი "ფურია როხას" მწვრთნელის პოსტზეც იმუშავა. მისი დიადი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ესპანური ფეხბურთის ისტორია. მის საპატივცემულოდ შემოიღეს ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა–"ზამორას თასი".
1946: მიგელ რეინა–ეს მეკარე გახლავთ ინგლისის "ლივერპულის" კიპერის–ხოსე მანუელ, იგივე პეპე რეინას მამა. ამ ფეხბურთელმა 300 შეხვედრა გამართა პრიმერა დივიზიონში და როგორც "ბარსელონას" ასევე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებასაც კარგა ხანს იცავდა. კატალონიურ გრანდთან ერთად ორჯერ შეძლო სამეფო თასის ხელში ჩაგდება. ხოლო "ატლეტიკოსთან" ერთად მხოლოდ ერთხელ მოახერხა კოპა დელ რეის მოგება. ეს ლეგენდარული გოლკიპერი ორჯერ გახდა "ზამორას თასის" მფლობელი და ხუთჯერ ესპანეთის საუკეთესო კიპერის წოდებაც დაისაკუთრა.
1950: ანხელ მარია ვილარი–ესპანური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, "უეფას" ვიცე პრეზიდენტი და "უეფას" პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. ამ ფეხბურთელმა მთელი საფეხბურთო კარიერა ბილბაოს "ატლეტიკში" გაატარა. ამ ლეგენდარულ მოთამაშეს 22 შეხვედრა აქვს "ფურია როხას" მაისურით ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარებული და მისი ხელმძღვანელობით არც ერთი გოლი არა აქვს გაშვებული ესპანეთის უკანა ხაზს. იგი ეროვნული ნაკრების კაპიტანიც იყო რამოდენიმე წლის განმავლობაში. იგი იყო ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი.
1972: ხავიერ იუბერიო (გარდაიცვალა 2005 წელს)–იუბერიო ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა. ვისაც მისი ჩატარებული შეხვედრები ახსოვს... ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო. მან საკუთარი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალ "სოსიედადში" გაატარა და ამ კლუბთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა. 2003 წელს მას კიბო გაუჩნდა და ორი წლის შემდეგ კიდეც გარდაიცვალა.
1977: უნაი ვერხარა–ვერხარა, ბრწყინვალე ცენტრალური მცველი, რომელმაც კარიერას უმეტესი ნაწილი უცხოურ კლუბებში გაატარა. მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში იცავდა "ვილიარეალის" ღირსებას. ერთხელ მან ესპანეთის თასი მოიგო, ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2000 წლის "სიდნეის" ოლიმპიური თამაშებიც გახსნა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
ავტორი: Kevlisha
- 21 იანვარი 2010
- 2 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.