კაკა:"მილანი დღესაც ჩემს გულშია"
მადრიდის "რეალის" ფლეიმეიკერმა რიკარდო კაკამ უარყო "Goal.com"-ის სენსაციური განცხადება, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი იტალიურ "მილანში" დაბრუნებას გეგმავდა. რიკიმ ყველაფერ ამას უბრალო განმარტება მისცა, ეს კი ასე ჟრერს–:"როსონერის" ჩემს გულში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ მადრიდის დავტოვება არასდროს არ მიფიქრია."
"მილანი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ კარიერას მადრიდის "რეალში" დავასრულებ. ბედნიერი ვარ გუშინდელი გამარჯვებით ალბანური "გრამოზის" წინააღმდეგ, მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ სასურველ შედეგს კლასის ხარჯზე მაინც მივაღწიეთ."
"როსონერი" სკუდეტოსათვის ბრძოლას განაგრძობს. იტალიური გრანდი სერია "ა"–ს მეორე საფეხურზე იმყოფება და მის უშუალო კონკურენტ მილანის "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩება. რიკიმ თანამემამულე რონალინიო შეაქო, რომელიც მართლაც დიდებულ ფორმაშია და საკუთარ გუნდში ლიდერის ფუნქციებს მშვენივრად ითავსებს.
"მილანი" ბრწყინვალე ფორმაში შევიდა, განსაკუთრებულ დაფასებას კი ჩემი თანამემაულე რონალდინიო იმსახურებს, რომელიც გუნდში უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ლიდერის ფუნქციებსაც მშვენივრად ითავსებს."
"მე ახლა სამეფო კლუბში ვთამაშობ და მხოლოდ ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. ამ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან საშუალება მეძლევა ასეთი დიდებული გულშემატკივრის და შესანიშნავი თანაგუნდელების გვერდით ვიცხოვრო..."
შეგახსენებთ, რომ რიკარდო კაკა "როსონერიდან"–სამეფო კლუბში 65 მილიონ ევროდ გადმობარგდა.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
ავტორი: Kevlisha
- 21 იანვარი 2010
- 2 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.