სამი მადრიდისტა თავისი ინიციატივით გამოცხადდა ვალდებებასზე
რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი დღეს თავიანთი ინიციატივით გამოცხადნენ ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე.
სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის "ატლეტიკოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ზინედინ ზიდანმა თავიანთ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, რადგან ბოლო შეხვედრები საკმაოდ მძიმე იყო და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ფეხბურთელებმა ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინონ. სწორედ ამიტომ ზიზუმ დღევანდელ დღეს "დასვენების დღე" დაარქვა და ფეხბურთელები სახლებში გაუშვა. ზიდანი თავის შეგირდებს ხვალ მოიხმობს.
აღსანიშნავია, რომ დღეს დასვენების მიუხედავად საწვრთნელ ბაზაზე თავიანთი ინიციატივით გამოცხადნენ რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი. ტრიომ ვარჯიში მოისურვა და ვალდებებასზე სწორედ ამიტომ გამოცხადდა. სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად ბაზაზე მისული იყო აგრეთვე კარიმ ბენზემაც.
Bernabeudigital.com
- 28 თებერვალი 2016
- 6 519
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.