ზიდანი დანებდა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ფარ-ხმალი დაყარა.
მადრიდის "ატლეტიკოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლად პრაქტიკულად გამოეთიშა. თითქმის თეორიული შანსიც არ არსებობს იმისა, რომ ზიზუს შეგირდები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას შეძლებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ზიდანი ლა ლიგის მოგებას ვეღარ შეძლებს, კლუბს მოტივაცია აღარ აქვს, თუმცა მაინც ეცდება რომ დარჩენილი თამაშები მოიგოს. ერთადერთი საინტერესო მატჩი პრიმერა დივიზიონში იქნება "ელ კლასიკო", რადგან "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანი და დაძაბულია.
ფრანგმა სპეციალისტმა გადაწყვიტა ლა ლიგის შეხვედრები გამოიყენოს ექსპერიმენტებისთვის და სათამაშო სქემის შემუშავებისთვის. ახლა ერთადერთი მთავარი სამიზნე ზიდანისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა. მადრიდული გრანდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ფინალში გავიდეს.
- 28 თებერვალი 2016
- 8 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.