5 სუპერვარსკლავი, რომელშიც „რეალი“ 300 მილიონ ევროს დახარჯავს
მადრიდის „რეალი“ ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება. კლუბში ფიქრობენ, რომ რესურსი აშკარად გასაზრდელია...
ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან დიდ აქტიურობას გეგმავს. კლუბის ადმინისტრაციამ სატრანსფერო ფანჯრისთვის 300 მილიონი ევრო გამოყო.
პოლ პოგბა
ზინედინ ზიდანის ფავორიტი პოლ პოგბაა, რომელი „იუვენტუსში“ ბრწყინვალედ ასპარეზობს. ფრანგი ფეხბურთელის ყიდვით ფლორენტინო პერესი შარშანაც ინტერესდებოდა. ახალგაზრდა მოთამაშე, „ბლანკოსს“ 100 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
ედენ აზარი
ფეხბურთელი, რომლისთვისაც წლევანდელი სეზონი წარმატებული ნამდვილად არ არის, მაგრამ მის ტალანტსა და ნიჭიერებაში ეჭვი არავის შეაქვს. პერესი აზარში დიდ პოტენციალს ხედავს და თვლის, რომ ის „ბლანკოსის“ შეტევით რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის. აზარი დაახლობით 70 მილიონი ევრო დაჯდება.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
შვედ ფეხბურთელს „რეალში“ გადასვლს თავად სურს, ამას ემთხვევა ზინედინ ზიდანის დიდი სიმპატიები. ყველაფერს კი ხელს ის უწყობს, რომ იბრა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს, რაც „ბლანკოსს“ საშუალებას მისცემს, რომ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ასაკიანი, მაგრამ ძალიან გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი დაიმაოს
რობერტ ლევანდოვსკი
მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ვარსკვლავი, რომლის შეძენითაც მადრიდული გუნდი უკვე 3 წელია ინტერსდება. ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რობერტო გერმანიიდან ესპანეთში გადაიყვანოს და „რეალის“ მაისური მოარგოს. კულუარული ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი პოგბას მსგავსად 100 მილიონი ევრო ღირს.
დავიდ ალაბა ან რიკარდო როდრიგესი
მადრიდში ძალიან კარგად იციან, რომ მარსელოს არყოფნის შემთხვევაში მარცხენა ფრთა პარალიზებული ხდება როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში. აქედან გამომდინარე, პერესი აუცილებლად დაიმატებს დავიდ ალაბას ან რიკარდო როდრიგესს, რომლებიც ფლანგურ გარღვევებში იდეალურად გამოიყურებიან და დაცვაშიც ეფექტურად თამაშობენ. ალაბას ფასი 25-იდან 35 მილიონ ევრომდე მერყეობს, როდრიგესის კი 15-იდან 20 მილიონამდე.
- 28 თებერვალი 2016
- 10 063
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.