ზიდანი რონალდუ დასჯის?
გუშინდელი მატჩის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ წინახაზელი, კრიშტიანო რონალდუ ძალიან გაბრაზებული იყო და ჟურნალისტებთან ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არასათანადოდ ისაუბრა...
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ კომენტარს სხვა კონტექსტში აკეთებდა. მის გამოსვლას ესპანეთში ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარს ზინედინ ზიდანიც გაეცნო. ფეხბურთის ფრანგი ლეგენდა კი არ აპირებს, რომ გუნდში მსგავსი სახის კომენტარის გაკეთების უფლება ვინმეს მისცეს, ვინაიდან ეს სწორედ მის გადაწყვეტილებას ეხებოდა.
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, ფრანგი ფეხბურთელი კრიშტიანოს საკუთარ ოთახში დაიბარებს და ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.
კულუარული ინფორმაციით, პორტუგალიელი დიდ საყვედურს მიიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა მას ზიზუ.
- 28 თებერვალი 2016
- 8 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.