„რეალს“ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
„ატლეტიკოსთან“ მარცხმა არამხოლოდ 3 ქულის დაკარგვა, არამედ ფეხბურთელების გამოკლებაც გამოიწვია...
სამწუხაროდ, თანაქალაქელებთან შეხვედრაში დანი კარვახალმა და სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათები მიიღეს, რომელიც ორივესთვის რიგით მე-5 აღმოჩნდა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელები 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.
გამოდის, რომ ზიზუს გუნდს „ლევანტესთან“ შეხვედრაში ძალიან დიდი პრობლემები ექნება, განსაკუთრებით კი დაცვაში, სადაც კოლექტივს ერთბაშად მარსელო, კარვახალი, რამოსი და (სავარაუდოდ პეპე) დააკლდება.
ასევე საეჭვოა კარიმ ბენზემას თამაშიც, რომელმაც დერბიში მხოლოდ 45 წუთით ითამაშა.
- 29 თებერვალი 2016
- 9 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.