ბუტრაგენიო:„ეს არის დიდი სირცხვილი“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ მატჩის შემდეგ ისაუბრა...
„ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი. მადრიდის „რეალმა“ საშინაო კედლებში ვერაფერი გააწყო. დიეგო სიმეონეს გუნდმა ძალიან დაბალანსებული და მიზანმიმართული ფეხბურთი შემოგვთავაზა, გრიზმანის გოლმა კი ყველაფერი გადაწყვიტა. კრიშტიანო რონალდუს არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, გოლი ვერ გაიტანა.“
„ვერ ვიტყვი, რომ სიმეონემ ზიდანს ტაქტიკურად აჯობდა. უბრალოდ სტუმარ ფეხბურთელები გაცილებით უფრო კარგად ირჯებოდნენ.“
„ხშირად მესმოდა ფლორენტინოს გადადგომის მოწოდება. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი „რეალის“ ქომაგებისთვის ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს.“
„ბოლო ორი თამაში ძალიან მტკივნეული იყო, ვინაიდან 5 ქულა დავკარგეთ.“
- 27 თებერვალი 2016
- 5 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.