ზიდანი:„გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ“
ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, პრობლემები შეიმჩნეოდა. ლა ლიგაში მინიმალური შანსი გვაქვს. შესაძლოა, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ, მაგრამ მომდევნო შეხვედრები ვეცდებით, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ, არ შეიძლება სეზონის ნაადრევი დასრულება.“
„დიდი დარტყმა მივიღეთ. დერბის წაგება მართლაც საწყენია, მაგრამ დღევანდელი დღე დავიწყებას უნდა მიეცეს და წინ ვიყუროთ. ოთხშაბათს რთული შეხვედრა გველის. ვიმედოვნებ, მაქსიმალურად დავიხარჯებით.“
„დღევანდელი თამაშით ჩვენი ძალები ვერ გაიზომება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რესურსი აუცილებლად გასაზრდელია. ზაფხულში მადრიდის „რეალში“ არაერთი ცვლილება განხორციელდება, ამის თქმა ახლავე შემიძლია.“
„ვალენსიაში რთული შეხვედრა გველის. ვეცდები, ტრავმირებული ფეხბურთელების ფონზე, გამარჯვებას მივაღწიო. აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა ბოძებული შანსი გამოიყენონ.“
„კარიმ ბენზემას მხოლდო 45 წუთი თამაში შეეძლო. ექიმების რეკომენდაცია სწორედ ასეთი გახლდათ. პირველი ტაიმის მიწურულს ჩემმა თანამემამულემ ტკივილი იგრძნო და მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოედანი დაეტოვებინა.“
„ქომაგებს მივმართავ და პირობას ვაძლევ, რომ სულ მალე მადრიდის „რეალისგან“ დიდ სიხარულს მიიღებენ. მთავარია მოთმინება და მხარდაჭერა. ჩვენ დიდი გამოწვევა გვაქვს, რასაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია. დერბის წაგებამ ყველას დიდი ტკივილი მიაყენა, მე მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.“
„მსურს დღევანდელი მარცხი ჩემ თავზე ავიღო. ფეხბურთელების ბრალი არაფერი იყო. ვეცდები, მომდევნო დღეებში შეცდომები კვლავ გავაანალიზო და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგები მივიღოთ.“
„გუნდის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უფრო მეტი სამუშაო ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ საკითხშია. „ატლეტიკო“ ჩვენზე დაღლილი იყო, ვინაიდან „პსვ“-სთან ქჰონდა ნათამაშები, მაგრამ სიმეონეს გუნდმა კარგად ითამაშა.“
„ბორხა მაიორალის მოედანზე შეშვებას არ ვნანობ, ის მაქსიმალურად იხარჯებოდა. ძალიან კარგი ფეხბურთელი მყავს, რომელსაც აუცილებლად განვავითარებ. ასევ ეკარგად ითამაშა ხესემ, რომელიც ხშირად ამწვავებდა სიტუაციას.“
- 27 თებერვალი 2016
- 9 408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.