ზლატან იბრაჰიმოვიჩი რეალს შესთავაზეს
Goal.Com-ის ინფორმაციით ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მადრიდის რეალს მწვრთნელს ზიდან დაუკავშირდა და შესთავაზა თავდამსხმელის გადაბირება.
მოგეხსენებათ, შვედ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება პარიზულ კლუბთან და უკვე აქვს რამდენიმე შემოთავაზება აშშ-დან და პრემიერ ლიგიდან, თუმცა იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და მისთვის ნაადრევია პენსიაზე გასვლა.
მადრიდის რეალი იბრას შეძენას ჯერ კიდევ 2010 წელს ცდილობდა და ფორვარდიც თანახმა იყო ესპანეთის დედაქალაქში თამაშზე, თუმცა მაშინ ბარსას ხელმძღვანელობამ უარი თქვა ტრანსფერზე და ზლატანი მილანში გაუშვა.
უნდა აღინიშნოს, რომ „პსჟ“-ს მთავარი მეგოლე ახლაც თანახმაა, რომ ესპანეთში კიდევ ერთხელ მოსინჯოს ძალები.
სამეფო კლუბს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შვედი თავდამსხმელი საუცხოო ფორმაშია და ასაკი ნამდვილად არ ეტყობა. ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 21 თამაშში 23 გოლია, საფრანგეთის თასზე 3 მატჩში 4 ბურთი, ჩემპიონთა ლიგაზე კი 7 შეხვედრაში სამჯერ გამოიჩინა თავი.
ინფორმაციის წყარო: Goal
- 24 თებერვალი 2016
- 4 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.