ზიდანი „რეალის“ ორ ლიდერს უნდა შეელიოს

Jugones-ზე დაყრდნობით, უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მთავარ მწვრთნელს შეხვდება და ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იმსჯელებს...

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მადრიდული გუნდი მეგა-ტრანფერებს გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში სერიოზული წმენდა განხორციელდება.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ გუნდის ორ ლიდერს უნდა შეელიოს. ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ „ბლანკოსის“ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უნდა შეივსოს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის გაუშვებს „რეალი“, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, ტონი კროოსი იყოს, ვინაიდან ლუკა მოდრიჩი ხელშეუხებელია, მატჩები კი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას აჩვენებს, რომ კოლექტივს კარგი ჩამშლელი ნახევარმცველი სჭირდება.

კროოსის კომპეტენციაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს მოდრიჩი უფრო სჭირდება. კროოსისა და ლუკას დუეტი ეფექტურია, თუმცა მხოლოდ შეტევაში, უკანა მხარეს კი პრობლემები აშკარაა.

ტონიზე პრეტენზიას „სიტი“ აცხადებს და ფეხბუთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდის, რაც საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა.

ჯერ-ჯერობით უცნობია მეორე ფეხბურთელია ვინაობა, მარამ ფაქტია, რომ საუბარი ლიდერებზეა.

პერესი ზაფხულში ნამდვილი რევოლუციის მოხდენას გეგმავს, პრეზიდენტი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

  • Hala
  • 23 თებერვალი 2016
  • 6 635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)