ზიდანის წასვლის შემთხვევაში „რეალი“ კონტეს მოიყვანს
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ზინედინ ზიდანის გაშვების შემთხვევაში, კლუბის სათავეში ანტონიო კონტეს მოიყვანს...
მადრიდისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ფლორენტინო პერესი ფრანგ ლეგენდას გაუშვებს, თუმცა კულუარული ინფორმაციები და ჭორები მაინც ვრცელდება.
ანტონიო კონტე ჯერ კიდევ მაშინ განიხილებოდა, როდესაც რაფაელ ბენიტესი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და გუნდის მესაჭის ადგილი ვაკანტური იყო, თუმცა კონტემ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა.
იმ შემთხვევაში, თუ ზიზუ წავა, ანტონიოს მოსვლის შანსი გაიზრდება, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი უკვე ჩავლილი იქნება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის მაღალი თანამდებობის პირები ზიზუს ღიად უჭერენ მხარს. აცნობიერებენ, რომ ფრანგმა ლეგენდამ „ბლანკოსი“ მძიმე მდგომარეობაში და ცუდ დროს ჩაიბარა, აქედან გამომდინარე მისი წასვლის შანსი მინიმალურია.
- 23 თებერვალი 2016
- 5 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.