რონალდუს რეკორდის მოხსნის ალბათობა ძალიან მცირეა
მადრიდის "რეალის" ლიდერის შანსები კიდევ უფრო შემცირდა...
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2014/2015 წლებში თავისივე შედეგი გაიუმჯობესა და სეზონში ესპანეთის დივიზიონზე 48 გოლის გატანა მოახერხა. 2-ით მეტი შეძლო 2011/2012 წლებთან შედარებით, სადაც ლა ლიგის ყველა დროის რეკორდის დამყარება მოახერხა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეონელ მესიმ.
არგენტინელის მონაგარი 50 ბურთია, რომლის მოხსნის შანსი წელს "სამეფო კლუბის" შვიდიანს არც კი აქვს. ამისთვის მან დარჩენილ 13 თამაშში უნდა გაიტანოს 2-ზე მეტი ბურთი, რადგან თითოეულ შეხვედრაში დუბლებით და ამჟამინდელი გოლების რაოდენობის ჯამით 48 გამოსდის. ანუ მან საშუალოდ 2.2 გატანილი გოლით უნდა დატოვოს მოედანი.
ფიქრი იმისა, რომ პორტუგალიელი გახდება ლა ლიგაზე სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი უკვე ფაქტობრივად აღარც შეიძლება. ამჟამად კი მისი ბურთების რაოდენობა 22-ის ტოლია და 3-ით ჩამორჩება "ბარსელონას" ურუგუაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს.
- 22 თებერვალი 2016
- 7 643
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.