სალგადო:„რა საჭიროა აჟიოტაჟი, როდესაც ნახევარი გუნდი ტრავმირებულია“
მიჩელ სალგადო მადრიდის „რეალის“ გუშინდელ წარუმატებლობას გამოეხმაურა...
„სიმართლე გითხრათ, აღარ მჯერა, რომ „რეალს“ ლა ლიგაში შანსი აქვს, თან იმის ფონზე, რომ კატალონიური კლუბი მოწოდების სიმაღლეზე დგას და თამაშს თამაშზე იგებს, თუმცა ვერ ვხედავ აჟიოტაჟის საფუძველს.“
„გასაგებია, რომ ქომაგებს ყოველთვის ტიტული და საოცარი თამაში სურთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, „ბარსელონას“ დაცვაში პიკე, შეტევაში კი ნეიმარი და სუარესი რომ არ ჰყავდეს, ასეთი შედეგები ექნება?!“
„ზინედინ ზიდანის განკარგულებაში არ არიან პეპე და ვარანი, რომლებიც დაცვაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ, ასევე დაშავებულები არიან კარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი.“
„რთულია იბრძოლო მაშინ, როდესაც რესურსის მხოლოდ 60%-ს იყენებ.“
„მადრიდულმა გუნდმა ლა ლიგაში ბრძოლას თავი არ უნდა დაანებოს, მაგრამ მეტი აქცენტი ჩემპიონთა თასზეა გადასატანი.“
- 22 თებერვალი 2016
- 5 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.