ბუტრაგენიო:„კლუბს გააქტიურებისკენ მოვუწოდებ“
ემილიო ბუტრაგენიომ „მალაგასთან“ პაექრობა შეაფასა...
„ძალიან მძიმე მატჩი იყო. „მალაგამ“ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. სიმართლე გითხრათ, ჩვენ პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის დასრულება, მაგრამ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რამაც მეტოქეს სტიმული მისცა. 0-2 კომფორტული რეზულტატი იქნებოდა. გუნდს აქტიურობისკენ მოვუწოდებ, ახლა დანებება არ შეიძლება.“
„ფაქტია, რომ საგარეო შეხვედრებში გუნდი ისეთივე მშვიდი არ არის, როგორიც საშინაო არენაზე.“
„მსურს გამოვყო კეილორ ნავასისა და კამენის თამაში. დღეს კიპერთა ბენეფისი შედგა, მათ საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.“
„ფაქტია, რომ „მალაგა“ ფიზიკურად უკეთ იყო მზად. შესაძლოა, ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ გასული 8 დღის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება მოგვიწია.“
„დღეს უარეს მდგომარეობაში ჩავვარდით, მაგრამ ბოლომდე უბდა ვიბრძოლოთ.“
„ბენიტესის განცხადებები? ჩვენ მას დავემშვიდობეთ და წარმატებები ვუსურვეთ.“
- 21 თებერვალი 2016
- 2 765
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.