ზიდანი:„გუნდთან ერთად ანალიზის გაკეთება მომიწევს“

ზინედინ ზიდანმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდექით, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და არცერთი ქულის დათმობას არ ვაპირებთ.“

„ვფიქრობ, თუ დარჩენილ 13 შეხვედრაში წარმატებას მივაღწევთ, ჩემპიონობის შანსი გვექნება. მთავარია, რომ კონცენტრაცია და შემართება არ დავკარგოთ.“

„ვიცით, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ეს მადრიდის „რეალია“, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ლა ლიგის გარდა ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ვიფიქროთ.“

„არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშეთ. ფეხბურთელებს არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერი შეცდომებმა განაპირობა.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს დიდი დანაკლისი. რთულია თამაში, როდესაც დაცვისა და თავდასხმის რგოლში საკადრო პრობლემებია.“

„დღეს სამი ცენტრალური ნახევარმცველის დაყენება ვარჩიე, რომლის წინ ისკო ირჯებოდა. ესპანელი ნაყოფიერად მოქმედებდა. ვფიქრობ, ცვლილებებიც დროული იყო.“

„აუცილებელია, რომ გუნდთან ერთად ანალიზი გავაკეთო. რატომღაც გასვლით შეხვედრებში ისეთივე ეფექტურები ვერ ვართ, როგორებიც სანტიაგო ბერნაბეუზე. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამ სურათი შეცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ასპექტების გამოსწორება გვმართებს.“

  • Hala
  • 21 თებერვალი 2016
  • 5 735
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)