ბენიტესი „რეალის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
რაფაელ ბენიტესი გააქტიურდა...
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა მწვრთნელმა ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი დაარღვია, რის გამოც ის 4 მილიონ ევროს ვერ მიიღებს, ბენიტესი ზომების მიღებას გეგმავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაწყვეტს თუ არა რაფაელი სასამართლოში წასვლას, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, სარჩელი მზადდება, რის შესახებაც მომდევნო დღეებში ოფიციალურად გახდება ცნობილი.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის სასამართლოში გადანაცვლების შემთხვევაში, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა. ისტორიის მანძილზე, არცერთ მწვრთნელს „ბლანკოსის“ წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია.
დაველოდოთ, შედგება თუ არა „რეალის“ კიდევ ერთი დავა სასამართლოს ჭრილში.
- 19 თებერვალი 2016
- 5 133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.