„რეალის“ პრეზიდენტი ნეიმარის საქმესთან დაკავშირებით შეიძლება დაიკითხოს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, შესაძლოა ბრაზილიელი ნეიმარის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში იქნას გამოძახებული...
მოგეხსენებათ, ნეის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, დოკუმენტებში არაერთი უზუსტობაა აღმოჩენილი, რის გამოც ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების მქონე ერთ-ერთი კომპანიას საჩივარს საჩივარზე წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში შესაძლოა, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც იქნას გამოძახებული, ვინაიდან მომჩივან მხარეს მიაჩნია, რომ პერესის ჩვენება საკმაოდ სასარგებლო უნდა გამოდგეს.
- 19 თებერვალი 2016
- 6 230
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.