ხესე: „ძალიან გახარებული ვარ“
„რეალის“ აკადემიის აღზრდილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რომაელების დამარცხებაში.საინტერესოა, რომ ხესემ თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
„მეტოქე საკმაოდ კომპაქტურად ირჯებოდა დაცვაში.ისინი ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ ჩვენზე.დამეთანხმებით, რომ მეტად რთულია ასეთი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა, თუმცა კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“
„რონალდუმ საოცარი გასროლა განახორციელა.დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებულია, ის იმსახურებს ამას.“
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლის გატანით, რონალდუზე გახარებული ვარ.რა თქმა უნდა, ასეთ კლუბში, სადაც ბევრი ძლიერი მოთამაშე ირიცხება, ადვილი საქმე არ არის თავის გამოჩენა.“
„ზიდანი თავდაჯერებას გვმატებს.მისტერის 2 წლის უკან გავიცანი, როდესაც სადებიუტო სეზონს ვატარებდი მთავარ გუნდში და ახლაც კარგად მახსოვს, თუ როგორ მეხმარებოდა.ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი დამრიგებელია.“
AS
- 18 თებერვალი 2016
- 2 546
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.