კრიშტიანო რონალდუ „რომაელთა“ დასამარცხებლად ემზადება
კრიშტიანო რონალდუს ჩემპიონთა თასზე განსაკუთრებული მოტივაცია აქვს...
პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, 11 გოლს მოითვლის. ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე თამაშის წყალობით, რონი საუკეთესო ბომბარდირია და 4 ბურთით უსწრებს რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც 7-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.
რონალდუს შემდეგი გაჩერება იტალიის დედაქალაქია, პორტუგალიელს კიდევ სურს გოლების გატანა, რათა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა მოახერხოს და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს, რომელიც 2 წლის წინ დაამყარა.
ახალი მიზანი - მინიმუმ 20 გოლი ჩემპიონთა თასზე. ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა და „რეალის“ რაც შეიძლება შორს წასვლა სჭირდება.
წარმატებები კრიშტიანოს.
- 17 თებერვალი 2016
- 4 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.