CR7: "არ მჭირდება აპლოდისმენტები, მითუმეტეს სტადიონზე"
კრიშტიანო რონალდომ პრეს-კონფერენცია გამართა.
"რას ვფიქრობ მესის თერთმეტმეტრიანზე "სელტასთან"? მე ვიცი რატომ მოიქცა ლეო ასე და ამის გახმაურებას არ ვაპირებ. ახლა მითხარით თქვენ როგორი პასუხის მოსმენა გსურდათ."
"მე ვცდილობ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს საუკეთესო ცხოვრება მოვუწყო. მივცე მათ ისეთი კარგი პირობები, როგორზეც ყველა ოცნებობს. თუ თქვენ თვლით, რომ ეს ცუდი საქციელია, მაშინ მე განვაგრძობ "ცუდ ბიჭობას"."
"მადრიდის "რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვთამაშობ ყოველთვის და ეს მაბედნიერებს. მართალია წელს იმდენად ბევრ გოლს ვერ ვიტან, როგორც ამას წინა სეზონებში ვახერხებ, თუმცა მე მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ კლუბში ასპარეზობით."
"მინდა, რომ მადრიდულ გრანდს დავეხმარო და არაერთი გამარჯვება მოვიპოვო სამეფო კლუბთან ერთად. წინ ძალიან მნიშვენლოვანი თამაშები გველის და იმედი მაქვს სეზონს ტიტულებით დავასრულებთ."
"ჩვენი გუნდი ყოველთვის ფავორიტია. მეტოქის დამარცხება მარტივად შეგვიძლია, თუმცა დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გვყავს და შეცდომებს არ გვაპატიებს."
"მინდა შევეხო ფრანჩესკო ტოტის. იგი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სანიმუშო ათლეტი და პიროვნებაა. 39 წლის ასაკში კვლავ გამოდის მინდორზე და მაღალ დონეზე თამაშობს."
Marca.com
- 16 თებერვალი 2016
- 11 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.