ბენზემა:„ჩემთვის ყველაზე მთავარი გოლის გატანა არ არის“
კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ სპონსორთან ინტერვიუ ჩაწერა...
„ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ამ თასის მოგება ყველას ოცნებაა. ეჭვი არ მეპარება, რომ რომაელები საშინაო კედლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი დამარცხება მოახერხოს, თუმცა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გასვლით შეხვედრაში წარმატება საშუალებას მოგვცემს, რომ განმეორებით პაექრობას მშვიდად შევხვდეთ და 1/4 ფინალში გავიდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„გუნდში დიდი რესურსია. შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი ვართ და მჯერა, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. „რომას“ აგრესიული თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩვენი გუნდის დაცვის ხაზი ყოველთვის ეფექტურია. ეჭვი არ მეპარება, ბოლომდე დაიხარჯებიან და მეტოქეს კეილორ ნავასამდე არ მიუშვებენ.“
„მას შემდეგ, რაც ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, მხოლოდ 1 თვე გავიდა, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც მე, ასევე ჩემმა მეგობრებმა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც საოცარია. ფრანგი ლეგენდა ყველასთან იდეალურად ამყარებს კონტაქტს, რაც მნიშვნელოვანია. ზიზუს იდეებს დიდი ყურადღებით ვუსმენთ და ვცდილობთ, მითითებები 100%-ით შევასრულთ.“
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერის მანძილზე ეფექტური ვიყავი და გუნდის დახმარებას ხშირად ვახერხებდით. აქ არის გვარები, რომლებიც ფეხბურთის ისტორიას მუდამ დარჩება.“
„გოლის გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ჩემი ცხორების კრედო. საგოლე გადაცემასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ გუნდური ინტერესი უპირველესია.“
„ბრაზილიელი რონალდო საოცარი ფეხბურთელი იყო. როდესაც ბავშვი ვიყავი მას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. ვთვლი, რომ ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, მისი ნიჭი და ტალანტი უბრალოდ ამოუხსნელი იყო. ვუყურებდი ვიდეოებს და ვცდილობი იგივე გამეკეთებინა, ნაზარიო ნამდვილად საოცარი თვისებების მქონე გახლდათ.“
„ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი შესანიშნავი იყო, მაგრამ უკან არ უნდა ვუყუროთ, ჩვენი უპირველესი მიზანი „ანდესიმა“ (მეთერთმეტე) გახლავთ.“
- 15 თებერვალი 2016
- 3 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.