მადრიდულ დერბიში ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება
მადრიდისტებისთვის მეტად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება...
მოგეხსენებათ, დედაქალაქის ლაზარეთი რამდენიმე ფეხბურთელით შეივსო. კლუბს კეპლერ პეპე, გარეთ ბეილი და მარსელო აკლია.
გავრცელებული ინფორმაციით, პეპეს დაბრუნება ლა ლიგის მომდევნო ტურში იგეგმება, რომელსაც „ბლანკოსი“ მალაგას წინააღმდეგ გამართავს.
ამასთანავე, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში სრული დატვირთვის მიღებას დაიწყებს გარეთ ბეილი, თუმცა იქნება თუ არა „მალაგას“ წინააღმდეგ, რთული სათქმელია.
და ბოლოს. მარსელო ვიეირა, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი შესანიშნავად მიმდინარეობს. ბრაზილიელი მოთამაშე გაასმაგებული ძალებით ვარჯიშობს იმისათვის, რომ მწყობრში ჩადგეს.
მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ 27 თებერვალს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, სამივე ფებხურთელი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში იქნება.
- 14 თებერვალი 2016
- 5 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.