„რეალს“ 2 კვირაში 5 მატჩის ჩატარება მოუწევს

მადრიდის „რეალისთვის“ თებერვლის ბოლო და მარტის პირველი ნახევარი ძალიან რთული იქნება...

აღსანიშნავია, რომ 27 თებერვალს ზიზუს შეგირდები უმძიმეს მატჩს გამარტავენ. მეტოქე მადრიდის „ატლეტიკო“ იქნება. ექსპერტების ვარაუდით, ეს შეხვედრა ბევრი რამის მთქმელი იქნება და „ბლანკოსის“ საჩემპიონო შანსებზე უამრავ ფაქტორს ახდის ფარდას.

მადრიდული დერბიდან 4 დღის შემდეგ, 2 მარტს, „მერენგები“ ვალენსიას ეწვევიან და ადგილობრივ „ლევანტესთან“ გაარკვევენ ურთიერთობას.

5 მარტს, დედაქალაქელებს კიდევ ერთი რთული დაპირისპირების გამართვა მოუწევთ, ვინაიდან მეტოქე „სელტაა“, რომელიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს.

ვიგოელებთან მატჩის შემდეგ, „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი დაპირისპირებისთვის მოსამზადებად მხოლოდ 2 დღე ექნება, ვინაიდან 8 მარტს ლუჩანო სპალეტის კლუბი „ბერნაბეუს„“ ეწვევა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი პაექრობის შემდეგ, ზიზუს ფეხბურთელები გასვლით შეხვედრას გამართავენ „ლას პალმასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ფეხბურთელებს დიდი ფიზიკური დატვირთვა მოუწევთ, ვინაიდან 2 კვირის განმავლობაში 5 პაექრობა აქვთ ჩასატარებელი, თანაც მეტოქეები საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენენ.

  • Hala
  • 13 თებერვალი 2016
  • 6 001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)