მოდრიჩი:„მსაჯის გადაწყვეტილება მართებული არ იყო“
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, შეხვედრის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება მართებული არ იყო...
„ორივე მომენტში კარგად სჩანდა, რომ ვარანი გაფრთხილებას არ იმსახურებდა. ასეთი მკაცრი სასჯელი ნამდვილად გადამეტებულია. რაფას მოედნიდან გასვლის შემდეგ გაგვიჭირდა, მაგრამ გავიმარჯვეთ.“
„3 ქულა მნიშვნელოვანია. წინსვლა უნდა განვაგრძოთ, სხვაგვარად ჩემპიონობის შანსს დავკარგავთ.“
„რომში ვიზიტი მოგვიწევს. „ოლიმპიკოზე“ თამაში დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ „ბლანკოსს“ „რომასთან“ თამაშის გამოცდილება აქვს. ჩვენ შეგვიძლია 1/4 ფინალში გასვლა.“
„მიხარია, რომ კოვაჩიჩის ადაპტაცია ეფექტურად მიმდინარეობს. ჩემი თანამემამულე ძალიან ახალგაზრდაა და უდიდესი მომავალი აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ზიდანი მატეოს დიდ ყურადრებას აქცევს და თვლის, რომ გუნდისთვის საჭირო ფიგურაა.“
- 13 თებერვალი 2016
- 3 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.