სილვა და მისი აგენტი მადრიდში იმყოფებიან
როგორც ავტორიტეტული ესპანური გაზეთი "Marca" იუწყება ვალენსიის ნახევარმცველი დავიდ სილვა და მისი აგენტი ხულიო ლიორნეტე მადრიდში იმყოფებიან,რათა შეხვდნენ მადრიდის რეალის ხელმძღვანელებს.
მარკას თქმით მადრიდის რეალი დაინტერესებულია სილვას შეძენით და ისინი წინასწარ მოლაპარაკებეbს აწარმოებენ.როგორც ჩანს ფეხბურთელის კონტრაქტზე პრობლემა არ იქნება.მთავარი დაბრკოლება ამ ტრანსფერის შეიძლება გახდეს ვალენსია,რადგან კლუბს არ სურს იაფად გაყიდოს თავისი ერთ–ერთი ლიდერი.
რეალს სურს რომ ფეხბურთელთან წინასწარ სიტყვიერად მოაგვაროს კონტრაქტის საქმე და ამის შემდეგ გამართოს მოლაპარაკებები ვალენსიასთან.თუ კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება,სავარაუდოდ დავიდ სილვა შემდეგ ზაფხულს სამეფო კლუბის ფეხბურთელი გახდება.
წყარო:Marca.com
- 20 იანვარი 2010
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.