ზიდანი: "კრიშტიანომ თავისი შესაძლებლობები გვაჩვენა"

მადრიდის "რეალსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა შეფასება გააკეთა.

"ხამესის წარმატებით გახარებული ვარ. მან მნისნელოვან მომენტში გაიტანა ისეთი გოლი, რომელიც ფეხბურთელს კრიზისულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ ეს ბურთი როდრიგესს დამაჯერებლობას შემატებს. რაც შეეხება კრიშტიანოს, მან კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ძალა და შესაძლებლობები."

"პრობლემა ყოველ შეხვედრაში არის, თუმცა საგანგაშო ახლა არაფერია. ჩემი ფეხბურთელები "რომასთან" მატჩისთვის მზად არიან. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მადრიდისტებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხეს."

"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სასურველ შედეგს ვაღწევთ. ჩემი ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე იბრძვიან. ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თითოეული მოთამაშე მზად უნდა იყოს მინდორზე გამოსასვლელად და ენერგიების ბალანსირება უნდა შეეძლოს."

"დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა მატეო კოვაჩიჩმაც. იგი მხოლოდ იმიტომ შევცვალე, რომ დაიღალა და ეს გასაკვირი არც არის. კოვაჩიჩი ბევრს მოძრაობს და მეტოქესთან ხშირად უწევს ჭიდილი. მინდა, რომ მას მეტი დრო მივცე, რადგან კარგად ვარჯიშობს და მონდომებულია. ჩემს გუნდში 26 მოთამაშე ირიცხება და ვეცდები შანსი ყველას მივცე. ხშირად მივმართავ როტაციას. მინდორზე გამოსვლას ყველა მოახერხებს."

"საერთო ჯამში შეხვედრის რეზულტატით კმაყოფილი ვარ. ბასკებს ძალიან ძლიერი და მებრძოლი გუნდი ჰყავთ და ჩვენ მზად ვიყავით ასეთი დაძაბული შეხვედრისთვის. მიუხედავად ყველაფრისა გამარჯვება შევძელით. ფეხბურთში ხშირად არის უხერხული და არასასიამოვნო მომენტები. როდესაც პირველი გოლი გავუშვით რაფაელს კეილორთან უნდოდა ბურთის გათამაშება, თუმცა შეცდომა მეტოქემ არ გვაპატია. რას ვიზამთ, ეს სპორტია და უნდა ვიბრძოლოთ."

"მინდა გამოვეხმაურო ვარანის გაძევებას. სიმართლე გითხრათ, ვიდეო-ჩანაწერი ჯერ არ მინახავს, თუმცა რაც დავინახე იქიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ყვითელ ბარათს ფრანგი მცველი ნამდვილად არ იმსახურებდა. ეს იყო ჩვეულებრივი ნახტომი და საჰაერო ორთაბრძოლა. რაფაელი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. იგი კიდევ მიიღებს დიდი გამოცდილებას და ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდება."

"კრიშტიანო რონალდო ჩემი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. "ატლეტიკის" ფეხბურთელები მას დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ერთბაშად 2-3 მოთამაშე ცდილობდა გაენეიტრალებინა. ამ დროს კი იქმნება ცარიელი ზონები, რომელიც ჩვენ უფრო კარგად უნდა გამოვიყენოთ."

"მარსელოს არყოფნაში ერთი ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მივეცი საკუთარ თავს. დანილო მარჯვენა ფრთაზე ვათამაშე, ხოლო კარვახალს მარცხენა ფლანგი დავაკავებინე. ორივე მოთამაშის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. უპირატესობას მარჯვენა დამცველის პოზიციაზე კარვახალს ვანიჭებ. ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია რა ტაქტიკით ვითამაშებთ "რომასთან", თუმცა გპირდებით, რომ სანახაობა უმაღლესი დონის იქნება."

Marca.com

  • Junior
  • 13 თებერვალი 2016
  • 6 698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)