„რეალის“ კიდევ ერთი საჩივარი
მადრიდის „რეალი“ შესაბამის კომიტეტს კიდევ ერთი საჩივრით მიმართავს, იქედან გამომდინარე, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნევს რაფაელ ვარანის ორ ყვითელ ბარათს...
კლუბის იურისტები სარჩელს ხვალ გაამზადებენ და მაქსიმალურად ეცდებიან, რაფაელ ბარათს ერთი ყვითელი ბარათი მაინც გაუუქმდეს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ფრანგი ფეხბურთელი არცერთ შემთხვევაში არ იმსახურებდა გაფრთხილებას და მითუმეტეს მოედნიდან გაძევებას.
ამას ემატება პეპეს ტრავმაც, რომელიც ჯერ-ჯერობით მოშუშებული არ არის. პორტუგალიელის დაბრუნება ლა ლიგის მომდევნო ტურში იგეგმება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს „სამიანი“ 90 წუთის ჩატარებას, აქედან გამომდინარე რაფაელ ვარანის განაცხადში ყოფნა უმნიშვნელოვანესი იქნება.
- 13 თებერვალი 2016
- 3 143
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.