ბუტრაგენიო:„გულშემატკივრებმა შესანიშნავი მატჩი იხილეს“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა...
„მოხარული ვარ იმით, რომ გავიმარჯვეთ. მთელი 90 წუთის მანძილზე მატჩის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში შეტევაში მეტი დრო გავატარეთ, მეორე ნახევარში კი ბურთის ფლობა განვაგრძეთ, მაგრამ ისეთი მწვავეები არ ვყოფილვართ. ვფიქრობ, ორივე ტაიმი ძალიან სანახაობრივი გამოდგა, ვინაიდან არაერთი მომენტი შეიქმნა.“
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის შესანიშნავი კომბინირება. ხორვატიულ-გერმანული დუეტი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა ვარანის ეპიზოდში. ფრანგი ახალგაზრდა უხეშობით არასდროს გამოირჩეოდა, აქედან გამომდინარე ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო მისი წითელი ბარათი. მსაჯებზე საუბრის დრო კი ახლა ნამდვილად არ არის.“
„ზიდანმა დღეს კოვაჩიჩს მისცა შანსი. ხორვატმა ახალგაზრდამ სათამაშო წუთები წინა პაექრობაშიც მიიღო და საკმაოდ ეფექტურად აგორავებდა ბურთს. მნიშვნელოვანია, რომ ზიზუ სხვადასხვა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს.“
„დანილო მცირე დაზიანების მიუხედავად მწყობრში ჩადგა და დღეს ძალიან დაგვეხმარა. ბრაზილიელი ფიზიკური თვალსაზრისით თავს კარგად გრძნობს.“
„მარსელო გუნდს ძალიან აკლია, მაგრამ მის გარდა კოლექტივში 24 მოთამაშეა. რესურსი არსებობს. დღეს კარვახალმა და დანილომ არაერთხელ გაცვალეს პოზიცია და საკმაოდ ეფექტურად თამაშობდნენ. ვფიქრობთ, „ბასკებთან“ გამართულ პაექრობაში მარსელოს არყოფნა არ შეინიშნებოდა.“
„ჩემპიონთა ლიგა ძალიან პრესტიჟული ტურნირია. რომში რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ 1/8 ფინალური ეტაპის დასაძლევად.“
„ბეილის დაბრუნების საკითხს ექიმები გადაწყვეტენ, რისკის დრო ახლა არ არის, რადგან სეზონის დასკვნითი ეტაპი კარსაა მომდგარი.“
- 13 თებერვალი 2016
- 1 872
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.