კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა
კრიშტიანო რონალდუ დაწინაურდა...
პორტუგალიელ ფეხბურთელს „ბილბაოს“ კარში გოლების გატანა არასდროს უჭირდა, რაც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
რონიმ დუბლი შეასრულა და კოლექტივს გამარჯვებაში დაეხმარა.
ორი გატანილი გოლის წყალობით, მადრიდელმა შვიდიანმა ყველას გაასწრო და ლა ლიგს ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ახლა ჯერი ლუის სუარესზეა, რომელსაც 2 ბურთი სჭირდება იმისთვის, რომ კრიშტიანოს შედეგი გააუმჯობესოს.
ამ წუთის მონაცემებით, მადრიდული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა 21 გოლს მოითვლის, მეორე ადგილზე სუარესია 20 გოლით, მესამე ადგილზე კი ბენზემა გახლავთ, რომელმაც 19-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.
- 13 თებერვალი 2016
- 4 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.