ანხელ დიასი:„მარსელოსა და ზიდანს შორის გაუგებრობაა“
„ტრავმირებულ მარსელოსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ, ზინედინ ზიდანს შორის გაუგებრობაა, რომელიც დღეს წარმოიშვა“-ამ სიტყვების ავტორი მიგელ ანხელ დიასი გახლავთ...
„მას შემდეგ, რაც მარსელომ გაიგო, რომ დიაგნოზი არც ისეთი მძიმეა, როგორიც თავიდან იყო, მაშინვე მოტივაცია მიეცა და ზიდანს განუცხადა, რომ იტალიაში გუნდთან ერთად გამგზავრება სურს, სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა გაუგებრობა, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა, ზიზუს მოწოდებას დაემორჩილება.“
„ზიზუს აზრით კი, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, თუმცა ამ მოსაზრებას ვიეირა არაფრის დიდებით არ ეთანხმება.“
„მარსელო ფიქრობს, რომ გამაყუჩებლის საშუალებით რომის ოლიმპიურ სტადიონზე თამაში შეუძლია.“
„საბოლოო სიტყვას რაღა თქმა უნდა, ზიდანი იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა.“
- 11 თებერვალი 2016
- 5 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.