პარდესა:„პრობლემა რონალდუშია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მიგელ პარდესამ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა...

„რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ მადრიდელები გაცილებით უფრო ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული პრობლემები კვლავაც არსებობს.“

„არ ვიცი რას დავაბრალო, რატომ უჭირს „ბლანკოსს“ გასვლაზე თამაში. ასეთი პრობლემა დიდი ხანია არ დამდგარა, მაგრამ რთული რეალობის წინაშე ვდგავართ.“

„კრიშტიანო რონალდუ დიდი პროფესიონალია, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიელს გარკვეული პრობლემები აქვს, არ ვიცი რას დავაბრალო ეს. ფსიქოლოგიურ ასპექტს, თუ ფიზიკურს, მაგრამ რონალდუ შარშანდელის 70%-საც ვერ თამაშობს, რაც „მერენგების“ მთავარი პრობლემაა.“

„მანუელ პელეგრინის მმართველობიდან დაწყებული, კარლო ანჩელოტის მმართველობით დასრულებული, მადრიდული გიგანტი რონიზე იდგა და ოქროს ბურთის სამგზის მფლობელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო, ახლა კი მან მოუკლო და შეტევითი პოტენციალიც მოიკოჭლებს.“

„პრობლემა რონალდუშია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.“

„ორ გზას ვხედავ, რომელიც რონალდუს მწყობრში ჩადგომაში, ან გუნდში ახალი ლიდერის გაჩენაში მდგომარეობს.“

  • Hala
  • 10 თებერვალი 2016
  • 5 868
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)