„რეალში“ სამედიცინო შტაბის შეცვლა იგეგმება
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სამედიცინო შტაბის ცვლილებას გეგმავს...
უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდული გუნდის მთავარი პრობლემა ტრავმიანობაა.
გუნდში არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დაზიანება არ ჰქონდა.
დღეის მდგომარეობით კოლექტივში ოთხი ტრავმირებულია. კოლექტივს პეპე, მარსელო, დანილო და ბეილი აკლიათ, რაც უდიდეს დანაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, სეზონის ბოლოს პერესი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და ეს ცვლილებები სამედიცინო შტაბსაც შეეხება.
- 10 თებერვალი 2016
- 3 688
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.