მოდრიჩი:„გატანილმა გოლმა დიდი სიამოვნება მომანიჭა“
ლუკა მოდრიჩმა განვლილი შეხვედრა შეაფასა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიგო. იყო დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლის გასაუმჯობესებლად აუცილებლად ვიმუშავებთ.“
„უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, ამ 3 ქულით საშუალება გვეძლევა ბრძოლა განვაგრძოთ.“
„ფიზიკურად ძალიან ძლიერები ვართ, რაც ბრძოლისუნარიანობას გვმატებს. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი. შესაძლოა, გამარჯვება შთამბეჭდავი არ იყო, მაგრამ გასვლაზე 2 გოლის გატანა იოლი ნამდვილად არ არის.“
„გუნდი ერთიანია და სულისკვეთებას ამჟღავნებს.“
„არ ვიცი კარიერის პიკში ვარ თუ არა, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ყველა მატჩში ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“
„„გრანადაზე“ აღარ ვფიქრობთ, ახლა კიდევ უფრო რთული მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ.“
- 8 თებერვალი 2016
- 2 549
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.