კარვახალი:„გაგვიჭირდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“
დანიელ კარვახალმა „გრანადასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა...
„სტუმრად თამაში გაგვიჭირდა, მაგრამ სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობთ. არასდროსაა მოგება იოლი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქის მოედანზე თამაშობ, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო. რამდენიმე მომენტში აუცილებლად უნდა გაგვეტანა, მაგრამ პირიქით მოხდა და საკუთარ კარში მივიღეთ.“
„სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან გვჯერა, რომ ჯერ დაკარგული არაფერია. ლა ლიგის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.“
„ახლა უკვე ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჯერ ბასკებს, შემდეგ კი რომაელებს მოვუგოთ.“
- 8 თებერვალი 2016
- 1 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.