ზიდანი:„დანილო იმიტომ არ ვათამაშე, რომ ტკივილები ჰქონდა“
ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა...
„ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ფაქტია, რომ „ბერნაბეუზე“ თაყვანისმცემელთა წინაშე უკეთესები ვართ, ვიდრე გასვლაზე, მაგრამ ვიცოდით, რომ „გრანადაში“ უნდა მოგვეგო. ფეხბურთელებმა იდეალურად ითამაშეს, გარკვეულ მომენტებში მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.“
„ვიცით, რომ ყველა მატჩის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ მიზანი დასახულია და ბრძოლას ვაპირებთ. „გრანადა“ საშინაო არენაზე კარგად გამოიყურება, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ „რეალის“ მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო.“
„ლუკა მოდრიჩი ნამდვილი პროფესიონალია, ხორვატმა ფეხბურთელმა გენიალური გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა. მიხარია, რომ ლუკას ვწვრთნი, ის ნახევარდაცვაში უნივერსალია, რაც დიდ იმედებს მაძლევს.“
„მოდრიჩს შეუძლია ტიპიური „ათიანიც“ იყოს, მას ამისთვის ყველა მონაცემი აქვს.“
„სირთულეების გადალახვა ნამდვილად მოგვიწევს, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, „რომა“ იოლი მეტოქე არ არის, იტალიაში იოლი გასეირნება არ გველი, თუმცა ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ.“
„კარიმ ბენზემას მხარში ვუდგავართ და ის თითქმის ყველა პაექრობაში გოლს იტანს. „ცხრიანს“ დიდ პროგრესს ვატყობ, მისი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება.“
„დანილო განაცხადს მიღმა დარჩა, ვინაიდან ტკივილები იგრძნო და რისკი თავიდან ავიცილე, თანაც დანიელ კარვახალი შესანიშნავ ფორმაშია. ესპანელის შეცვლა მხოლოდ მატჩიდან გამომდინარე მოხდა, შანსი ნაჩოს მივეცი.“
„გუამჯობესება გვმართებს, არსებობს ასპექტები, სადაც მომატება შეგვიძლია. ფეხბურთელები ყველაფერს უსიტყვოდ იგებენ, ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ ბევრად უკეთ გამოსვლა შეგვიძლია.“
- 8 თებერვალი 2016
- 4 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.