სენსაცია - ფლორენტინო პერესი ტრანსფერებში ნახევარ მილიარდს დახარჯავს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის განსაკუთრებით ემზადება...
გამოცემა Sport-ზე დაყრდნობით, „რეალის“ პრეზიდენტი ნამდვილი სენსაციის მოხდენას გეგმავს, ვინაიდან ზაფხულში ნახევარი მილიარდი ევროს დახარჯვა აქვს განზრახული.
ნახევარი მილიარდი ევროს დახარჯვა იმას ნიშნავს, რომ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი აუცილებლად უნდა წავიდეს.
რობერტ ლევანდოვსკი, ნეიმარი, პოლ პოგბა, ალაბა, სთოუნსი, დავიდ დე ხეა - სწორედ ეს არის იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც „რეალში“ გადასვლის კანდიდატები იქნებიან.
რობერტ ლევანდოვსკის ფასი 90-იდან 100 მილიონ ევრომდე მერყეობს, პერესი ყველაფერს გააკეთებს პოლონელი ფეხბურთელის შესაძენად.
იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონა“ „რეალის“ შეთავაზებაზე თანხმობას განაცხადებს, ნეიმარის სანაცვლოდ 190 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იქნება საფეხბურთო ისტორიის ნამდვილი სენსაცია და ახალი სიტყვა სატრანსფერო ბაზარზე.
ამასთანავე აღსანიშნავია პოგბა, რომელიც ზინედინ ზიდანის ფავორიტია, მისი ტრანსფერი „მერენგებს“ მინიმუმ 75 მილიონი ევრო დაუჯდება.
ალაბა-მიუნხენური გუნდის განაპირა მცველი, რომელიც საკმაოდ აქტიურია. ზიზუ ავსტრიელს მარსელოს დუბლიორად მოიაზრებს, მისი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
რაც შეეხება სთოუნსს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ პერესი აპირებს, რომ ყველას დაასწროს და შეგირდში 50 მილიონი გაიღოს.
დავიდ დე ხეა - მოთამაშე, რომელიც გასულ ზაფხულს 99,9%-ით მადრიდელი იყო, მაგრამ ყველაფერი საათებმა გადაწყვიტა. ესპანელი კარის დარაჯი ფლორენტინოს ფავორიტია, ესპანელი პრეზიდენტი მასში 40 მილიონს გაიღებს.
ვნახოთ რამდენად რეალური გახდება „ბლანკოსის“ ყოვლიშემძლე გეგმების განხორციელება.
- 5 თებერვალი 2016
- 9 674
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.