დაცვაში პროგრესი აშკარაა
ყველასთვის ცნობილია, რომ ზიდანი "რეალს" ლამაზ, ესთეტიურ ფეხბურთს ათამაშებს, თუმცა ამასთან ერთად, საქმე დაცვაშიც კარგადაა.
ბოლო 11 მატჩში, როცა კოლექტივს ბენიტესი წრთვნიდა გუნდმა 18 გოლი გაუშვა, რაც თამაშში დაახლოებით 1.6 გაშვებული გოლის ტოლია. ზიდანის მოსვლის შემდეგ კი მადრიდელებმა 4 მატჩი გამართეს და მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. ბოლო 4 შეხვედრაში "რეალის" კარში გოლის გატანა "ხიხონმა" და "ბეტისმა" შეძლეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ სეზონში, ბენიტესის ხელმძღვანელობით თეთრებს მოწინააღმდეგებმა 209-ჯერ დაურტყეს, რაც დაახლოებით 11.6 დარტყმაა მატჩში. ამ მხრივ ჯერ-ჯერობით პროგრესი არ შეიმჩნევა, ზიდანის ხელში გამართულ 4 მატჩში ნავასის კარში 46-ჯერ დაარტყეს, ანუ საშუალოდ 11.5 დარტყმა მატჩში.
- 3 თებერვალი 2016
- 3 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.