ხამესი მოტივირებულია ისე, როგორც არასდროს
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელ ფეხბურთელს, ხამეს როდრიგესს სურს დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პაექრობებისთვის განსაკუთრებულად ემზადება ...
"ესპანიოლთან" გასამართი მატჩი, ხამესისთვის დიდი გამოწვევა იქნება. "რეალის" "ათიანი" მიზნად ისახავს დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, როდრიგესის სურვილია სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდეს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხამესმა ვარჯიშებს მოუკლო, რაც ზიზუს არ მოსწონს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას უარყოფს და სასურველი შედეგის მისაღწევად თავდაუზოგავად ირჯება.
ზინედინ ზიდანმა ხამესს ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმა გამოუყო. ზიზუს სურვილია მისი კოლუმბიელი შეგირდი "ჩემპიონთა ლიგის" უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს.
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru
- 31 იანვარი 2016
- 3 048
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.