ბურგი: "ფლორენ, თამაშის უფლება მოგვეცი"
მადრიდის "რეალის" აკადემიაში აღზრდილი კანტერანო, რომელიც ამჟამად "ესპანიოლში" ასპარეზობს, კონტრაქტის პირობებით უკმაყოფილოა, რომლის მიხედვით, მას და მარკო ასენსიოს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვთ...
"ესპანიოლის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ბურგი, რადიოსადგურ Catalunya Radio-ს სტუმარი იყო, სადაც მან კონტრაქტში არსებული პუნქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მას მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს უკრძალავს.
"ძალიან გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მაქვს. ბავშობიდან ვოცნებობდი, "ბლანკოსის" წინააღმდეგ, "სანტიაგო ბერაბეუზე" მეთამაშა. მე და მარკო "სამეფო კლუბს" ვეკუთვნით, შესაბამისად თამაშს ვერ შევძლებთ. ეს არის შეურაცხმყოფელი."
"ზემოთაღნიშნული წესი ყველა კლუბში მოქმედებს, თუმცა არენდაში მყოფი ფეხბურთელები მარადონას დონის არ არიან. რომ მქონდეს შესაძლებლობა, პრეზიდენტს ვეტყოდი: "ფლორენ, თამაშის უფლება მოგვეცი!".
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru
- 30 იანვარი 2016
- 3 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.