1 მლრდ. ფუნტი სტერლინგი 10 წელიწადში
"მადრიდის რეალი" და Adidas-ი სარეკორდო ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან
"მადრიდის რეალი" უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს 1 მლრდ. ფუნტის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
სამეფო კლუბი ახლოსაა Adidas-თან 10 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომლის მიხედვითაც, ის ყოველწლიურად 106 მლნ. ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
ახალი ხელშეკრულება "ლივეპრულის", "არსენალის", "ჩელსის" და "ბარსელონას" ხელშეკრულებების ჯამის ტოლი იქნება.
ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც 750 მლნ. ფუნტი ღირს და 10 წლიანი ხანგრძლივობისაა და რომელმაც თავის დროზე, "მადრიდის რეალსა" და Adidas-ს შორის 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გადაწონა.
მოქმედი ხელშეკრულებების ათეული:
1. Real Madrid (Adidas) £106m, 10 წელი
2. Manchester United (Adidas) £75m, 11 წელი
3. Bayern Munich (Adidas) £60m, 15 წელი
4. Chelsea (Adidas) £30m, 10 წელი
5. Arsenal (Puma) £30m, 5 წელი
6. Liverpool (New Balance) £24m, 6 წელი
7. Barcelona (Nike) £24m, 10 წელი
8. Juventus (Adidas) £20m, 8 წელი
9. Milan (Adidas) £18m, 10 წელი
10. PSG (Nike) £18m, 11 წელი
- 29 იანვარი 2016
- 6 108
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.