ბენიტესი „ვალენსიას“ ჩაიბარებს?
რაფაელ ბენიტესს უქმად ჯდომა დიდხანს არ მოუწევს...
როგორც სჩანს, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა გარი ნევილის მუშაობით სასტიკად უკმაყოფილოა. ინგლისელი, ახალბედა სპეციალისტი „ღამურების“ რიგებში ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მისი დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალენსიელთა თამაში არ გამოსწორებულა, რაც სატურნირო ვითარებაზეც აისახება.
ნევილის კლუბი ლა ლიგაში მე-11 ადგილს იკავებს, რაც მართლაც კატასტროფული შედეგია. ბოლო მატჩებში გარის არც ისე კარგი მაჩვენებელი აქვს. თუ ასე გაგრძელდა „ვალენსია“ ევროპალიგაზე თამაშსაც ვერ მოახერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობა მწვრთნელის ცვლილებაზე უკვე ფიქრობს, მაგრამ ნევილს სეზონის ბოლომდე შანსი აუცილებლად მიეცემა.
იმ შემთხვევაში, თუ „მესტალიას“ მკვიდრნი კვლავ ასეთ თამაშს გააგრძელებენ, ხელმძღვანელობა რაფაელ ბენიტესს ძველ კლუბში დაბრუნებას შესთავაზებს.
- 27 იანვარი 2016
- 5 401
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.