ფლორენტინო პერესის რადიკალური მოთხოვნა ზიდანს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ზინედინ ზიდანთან რადიკალური მოთხოვნა აქვს...

ესპანელი პრეზიდენტი ზიდანს ავალდებულებს, რომ დანილო ხშირად ათამაშოს სასტარტო შემადგენლობაში, რათა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პროგრესირება შეძლოს.

დონ ფლორენტინო დანილოში ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს და სრულიად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ განაპირა მცველს ყველაფერს აქვს იმისათვის, რომ კაფუს დონემდე მივიდეს, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის სიმბოლო და საამაყო კაპიტანი იყო.

ამასთანავე მადრიდში ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, პერესს დანილოს ხშირად ხილვა ფინანსური კეთილდღეობისთვისაც სურს, ვინაიდან ბრაზილიელი დედაქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მისი მაისურების მასიურ გაყიდვაზე აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ სასტარტოში მუდმივად კარვახალი გამოჩნდა და დანილოს შანსი მხოლოდ შეცვლებზე მიეცა, მისი რეიტინგიც დაიწევს, რაც პერესს არ აწყობს.

ექსპერტები კი თვლიან, რომ მთავარი მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის აქვს, მითუმეტეს პრეზიდენტ პერესს.

  • Hala
  • 25 იანვარი 2016
  • 9 930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)