რატომ არ ითამაშა კარვახალმა? მადრიდში აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობენ
მადრიდში ახალი სალაპარაკო თემა მიეცათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რაშია საქმე, თუმცა ფაქტია, რომ დანიელ კარვახალი სათადარიგოთა სკამზე იჯდა...
ალბათ ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან მას დანილოს სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავთ, თუმცა მატჩიშემდგომ ინტერვიუებში მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა და ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს.
ზიდანის განცხადებით, კარვახალის სკამზე დაჯდომა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო, ბუტრაგენიომ კი განაცხადა, რომ ესპანელ ფეხბურთელს სიცხე ჰქონდა.
ესპანეთში ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდი მითქმა-მოთქმაა, ვინაიდა 2 თვის წინ ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ რაფაელ ბენიტესი დანილოს იძულებით ათამაშებდა სასტარტოში, შემდეგ კარვახალმაც ტრავმა მიიღო და მარჯვენა ფრთაზე ბრაზილიელი მოთამაშე უკონკურენტო გახდა.
- 25 იანვარი 2016
- 4 919
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.